კრიშტიანუ რონალდუ და სხვა ძებნილები

Home სიახლეები კრიშტიანუ რონალდუ და სხვა ძებნილები
კრიშტიანუ რონალდუ და სხვა ძებნილები

The 10 most searched sports stars in the world37 წლის კრიშტიანუ რონალდუ ასაკის მიუხედავად ჩინებულად თამაშობს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია, მაგრამ ამჯერად თქვენს ყურადღებას სხვა რამეზე გავამახვილებთ: betting.com-ის ინფორმაციით პორტუგალიელი გახლავთ სპორტსმენი, რომლის გვარ-სახელსაც ადამიანები ყველაზე ხშირად წერენ ინტერნეტის საძიებო სისტემაში.

რონალდოს შესახებ ამა თუ იმ ინფორმაციას თვეში 11 მილიონი ადამიანი ეძებს. ეს დაახლოებით 5 მილიონით მეტია ამერიკული ბურთაობის ვარსკვლავის რაიან რამზიკის ძიებათა რაოდენობასთან შედარებით.

შემდეგ მოდის „პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი, რომელიც NBA-ს დიდ წარმომადგენელ ლებრონ ჯეიმსს უსწრებს.

ლეო მესი, რომლის სახელიც რონალდუს სახელის ხსენებისთანავე წამოტივტივდება ხოლმე გონებაში, მეხუთეა.

მის შემდეგ ისევ ამერიკული ბურთაობის წარმომადგენელია — სუპერბოულის შვიდგზის გამარჯვებული ტომ ბრეიდი, რომელსაც ფორმულა ერთის პილოტები ლუის ჰამილტონი და მაქს ფერსტაპენი მოსდევენ.

ათეულში შედის ამერიკული ბურთაობის კიდევ ერთი ვარსკვლავი არონ როჯერსიც, ბოლო კი ირლანდიელი კონორ მაკგრეგორია — შერეული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენელი.