დიეგო მარადონას სიკვდილის გამო შესაძლოა რამდენიმე ადამიანი 25 წლით ციხეში ჩაჯდეს. იმ მედიკოსების სასამართლო, რომელთაც ნაოპერაციევ ლეგენდას შინ ჯეროვნად ვერ უმკურნალეს, ზოგი წყაროს თანახმად ჯერ არ დანიშნულა, „სანი” კი წერს, რომ 2023 წლის ბოლოს გაიმართება. ლაპარაკია 8 კაცზე. პროკურატურის მტკიცებით მათ პაციენტი ფაქტობრივად ბედის ანაბარა დატოვეს.
არგენტინული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლისა გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე მას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთეს. ზოგადად, ბოლო ხანს, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ან სულაც ერთ-ერთის გარეშე უდიდესი ვარსკვლავის ჯანმრთელობა შერყეული იყო. ის რამდენჯერმე იწვა საავადმყოფოში. აქ აღარაფერს ვამბობთ ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც დიეგო ათწლეულობით ებრძოდა.
იმ 8 მედიკოსს შორის, რომელსაც სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა არიან მარადონას პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე (სახელი და გვარი ძველი არგენტინელი ვარსკვლავის, 1978 წლის მსოფლიოს აწგარდაცვლილი ჩემპიონის სახელსა და გვარს ემთხვევა), ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვი, ფსიქოლოგი კარლოს დიასი, სამედიცინო კოორდინატორი ნენსი ფორლინი და ოთხი ექთანი. დანაშაული, რომელსაც მათ ედავებიან არგენტინაში რვიდან ოცდახუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ლუკე ყველანაირ ბრალდებას უარყოფს, მაგრამ პროკურატურას მასთან სხვა პრეტენზიაც აქვს: თითქოსდა მან მარადონას ხელმოწერა გამოიყენა და საავადმყოფოს თაღლითური გზით თავისი სამედიცინო ჩანაწერები გამოსტყუა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 09:57დე ლა ფუენტე უფალს ფეხბურთის მოგებას არ სთხოვს
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 08:52ფაბიან რუისი: ისინი ჩემი ახლო მებობრები არიან
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 07:49არგენტინამ ერთი საათით მეტი ითამაშა და სხვა სტატისტიკა
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
