ყველას ხომ ვერ დაგიჭერენ?!

Home აქეთურ-იქითური ყველას ხომ ვერ დაგიჭერენ?!
ყველას ხომ ვერ დაგიჭერენ?!

Everton complete Vitalii Mykolenko transfer from Dynamo Kiev for  undisclosed fee | Football News | Sky Sports„ევერტონის“ უკრაინელმა მარცხენა მცველმა ვიტალი მიკოლენკომ თქვა, სულაც არ ვნანობ, რუს ფეხბურთელებს მშიშრები რომ ვუწოდეო. მან ისიც აღნიშნა, რომ რუსების ფორვარდ არტიომ ძიუბასთან ეცადა დალაპარაკებას, მაგრამ შედეგი – ვერაფერი…

„რაც მინდა იმას ვამბობ. რუსები კი ეტყობა ასე არ არიან. ძიუბას მივწერე, ის ხომ ნაკრების კაპიტანია. მივწერე, რომ საუბარი მსურდა, მაგრამ რამდენიმე დღე გავიდა და არ მიპასუხა.

…და როცა კაპიტანი ჩუმადაა, სხვა რას იტყვის?! ერთი ნამდვილად ვიცი – რუს ფეხბურთელებს შეუძლიათ საერთო განცხადების გაკეთება. მოილაპარაკონ და გააკეთონ. ყველას ხომ ვერ დაიჭერენ?!

…მაგრამ ამას არ აკეთებენ, ესე იგი, მხარს უჭერენ ომს. ახლა იქ კანონი შემოიღეს, „არა ომს“ თუ თქვი, ჯერ გაფრთხილებენ, მეორე ჯერზე კი ციხეში გაგიშვებენ. მაგრამ გავიმეორებ, ყველას ვერ დაიჭერენ!“

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ