რეიკიავიკში ჰოკეისტთა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფის მატჩები დაიწყო.
ჯგუფურ ეტაპზე ექვსის ნაცვლად, ხუთი გუნდი დარჩა – კოვიდ-პრობლემების გამო ახალი ზელანდიის ნაკრები ისლანდიას, მექსიკას, ბელგიას, ბულგარეთსა და საქართველოს ვერ შეუერთდა. შედეგად, ყველა გუნდს ერთი ტურის გამოტოვება მოუწევს.
გამარჯვებული II დივიზიონის A ჯგუფში დაწინაურდება, ხოლო ბოლოადგილოსანი III დივიზიონის A ჯგუფში დაქვეითდება.
როლანდ სვანიძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ბელგია 4:3 დაამარცხა. პირველ 20-წუთეულში ჯერ საქართველო დაწინაურდა, შემდეგ – ბელგია, მაგრამ შესვენებამდე ისევ ჩვენები იგებდნენ.
მეორე პერიოდში ბელგიამ გათანაბრება კი მოახერხა, მაგრამ დასკვნითი 20 წუთი ქართველებისა იყო და ანდრეი რომანოვმა გამარჯვების შაიბა გაიტანა. მის გარდა ჩვენი ნაკრებიდან ნიკიტა ბუკიამ, ალექსანდრ კირეევმა და ივან კარელინმა თითოც შეაგდეს.
რომანოვმა ასისტიც მიითვალა, ორ-ორი საგოლე პასი ჩაიწერეს აქტივში არტიომ კურბატოვმა და ვიაჩესლავ პოტაჟევიჩმა. ჩვენივე ჯგუფში ისლანდიამ ბულგარეთი 10:2 გაანადგურა. სვანიძის გუნდი მომდევნო მატჩს სწორედ მასპინძლებთან გამართავს.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
