„ბილბაოს“ მეკარე კეპა არისაბალაგა რევუელტა 1 იანვრიდან მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდება.
23 წლის კეპაში, „მარკას“ ცნობით, მადრიდული კლუბი ბასკებს 25 მილიონ ევროს მიუთვლის, ხოლო მეკარეს ექვსწლიან კონტრაქტს გაუფორმებს – 2 500 000 ევრო წლიურად.
კეპა ბასკური კლუბის აღზრდილია. 2011 წლიდან „ბილბაოშია“. 2014-2016 წლებში განათხოვრებული იყო ჯერ „პონფერადინაში“, მერე კი „ვალიადოლიდში“.
მისი კონტრაქტი „ბილბაოსთან“ მომავალ ივნისს იწურება, მაგრამ „რეალი“ იქამდე მოცდას არ აპირებს და ახლავე მზადაა გაიღოს 25 მილიონი, მიუხედავად იმისა, რომ კეპას კონტრაქტის გაწყვეტა ბასკური კლუბისგან ოფიციალურად 20 მილიონადაა შეფასებული.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
