„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანი ვარსკვლავი პატრის ევრა სოცქსელების ვარსკვლავ ადამ სალეჰს უნდა ეკრივოს. ევრამ ფეხბურთის თამაშს თავი 2019 წელს დაანება. მან 2004-16 წლებში საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 81 შეხვედრა ჩაატარა. „იუნაიტედის“ გარდა ევრა თამაშობდა „მონაკოში“, „იუვენტუსში“, „მარსელში“, „ვესტ ჰემში“… მანკუნიანელთა მაისურით მან 2008 წელს ჩემპიონთა ლიგა და კლუბთა მსოფლიოს თასი მოიგო.
ვეტერანი მარცხენა მცველი მომდევნო რამდენიმე კვირას კრივის დარბაზში გაატარებს. მისი და ამერიკელი სალეჰის ბრძოლა 30 აპრილს ლონდონში, O2 Arena-ზე არის დანიშნული.
ფრანგმა ვარსკვლავყოფილმა ინსტაგრამზე დაწერა: „ახლა, მთელი ჩემი ბრიტანული საძმოს მხარდაჭერა მჭირდება. მათ თავიანთი სიყვარული და თანადგომა არა მხოლოდ ლონდონიდან, არამედ მთელი გაერთიანებული სამეფოდან უნდა მაგრძნობინონ. ბიჭებო, ეს ბრძოლა ნამდვილი სიგიჟე იქნება“.
ფეხბურთის ფანებმა ცნობა ევრას კრივის შესახებ მყისიერად აიტაცეს. რა დასამალია და იყო ღლიცინიც. ერთმა მაგალითად დაწერა, როგორც იქნა „იუნაიტედის“ მოთამაშეს გაუჩნდა შანსი ამ სეზონში მეორე ადგილზე გავიდესო.
რაც შეეხება 28 წლის იუთუბერ ადამ მოშინ იეჰია სალეჰს, მას უკვე სამ ბრძოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული. სიყმაწვილეში ის მოყვარული მოკრივე იყო. სალეჰი წარმოშობით იემენიდან არის, თუმცა დაბადებულია ნიუ იორკში, ბრუკლინში. ევრას მისგან განსხვავებით რინგზე ფეხი არასდროს შეუდგამს.
„ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მოკრივეების ვარჯიშები ფეხბურთელების ვარჯიშებისგან სრულიად განსხვავდება. ამიტომაც, სიამოვნებით ვიღებ გამოწვევას, ვტოვებ კომფორტის ზონას და მუხლჩაუხრელ ვარჯიშს ვიწყებ“, — ამბობს ევრა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
