ცოტა რაკურსი: ვინც არ იცის, ფოტოზე უკრაინელი იგორ ბელანოვია თავისი „ოქროს ბურთით“, 1986 წელს რომ მოიგო. კიევის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ფორვარდი…
ამ ისტორიაზე ადრეც დაგვიწერია, კაცმა „ოქროს ბურთი“ მოიგო და იმავე წელს სსრკ საუკეთესო ფეხბურთელი ალექსანდრ ზავაროვი გახდა.
… ამ ომის დროს ბელანოვმა ტექსტი დაწერა, სადაც ომის შეწყვეტას ითხოვს. უკრაინულ პრესაში კი ცუდი ამბები ამოუქექეს. ის ამბები, რომ ბელანოვი კარგა ხანს პრორუსულ პარტია „როდინას“ წევრი იყო და კიდევ ერთიც: რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თავისი „ოქროს ბურთი“ მიუტანა!
აი, ამონარიდი ინტერვიუდან: „შოიგუმ დაბადების დღეზე დამპატიჟა და მთხოვა, რომ „ოქროს ბურთიც“ წამეღო. იქ იყვნენ ლავროვი და მთავრობის სხვა წევრები. წავიღე ჩემი მოგებული „ოქროს ბურთი“ და მის კაბინეტში დავტოვე. შევთანხმდით, სამი თვის მერე წამოვიღებდი. ასეც მოხდა. ისინი სპორტული ადამიანები არიან და იციან ამ ოქროს ბურთის ფასი. ზოგადად კი ვცდილობ, ჩემი დიდი ჯილდო აქეთ-იქით არ ვატარო, ხოლმე”
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
