„დორტმუნდმა“ „მაინცს“ სტუმრად 1:0 მოუგო და 4 ქულითღა ჩამორჩება ბუნდესლიგის ლიდერ მიუნხენის „ბაიერნს“. აქსელ ვიტცელმა 87-ე წუთზე გატანილი გოლით დააბრუნა ინტრიგა გერმანიის ჩემპიონატში. თან, გუნდებს ერთმანეთში სათამაშო აქვთ, მიუნხენშია დარჩენილი ეს მატჩი, სულ კი ბუნდესლიგაში 8 ტური დარჩა.
მაგრამ, ვითომ ნამდვილად დაბრუნდა ინტრიგა? ქულებით თითქოს დიახ, მაგრამ რეალურად არის კი „დორტმუნდი“ „ბაიერნის“ შემჩერებელი ამ ეტაპზე?
დაახლოებით ორი თვის წინ დორტმუნდელთა ხელმძღვანელობამ განაცხადა, მათი ფინანსები ჩვენსას იმდენად აღემატება, თანაბარ ბრძოლაზე ლაპარაკიც ზედმეტიაო.
გულწრფელები იყვნენ?
ამასობაში კი ხმები დაირხა, „ბაიერნი“ დორტმუნდელთა მარგალიტ ერლინგ ჰოლანდის საკითხზე გააქტიურდაო. მიუნხენელები შემჩნეულები არიან კონკურენტების დასუსტებაში, მაგრამ აქ ერთი მომენტია – ლევანდოვსკი… ჰოლანდზე გააქტიურება ავტომატურად იმას ხომ არ ნიშნავს, რომ პოლონელი მიდის? ამაზე კი ბოლო დღეებში ხშირად იწერება…
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
