ნეიმარმა და ჯანლუიჯი დონარუმამ „რეალი“ – პსჟ-ის მატჩის მერე კინაღამ ერთმანეთს დაარტყეს. უფრო სწორად, იჩხუბეს, მაგრამ სიტყვიერად – უყვირეს ერთმანეთს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თანაგუნდელები კი აშველებდნენ.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ნეიმარმა პირველ გაშვებულ გოლში დაადანაშაულა დონარუმა. იტალიელმა მეკარემ კი უპასუხა, მეორე გოლზე სად დაკარგე ბურთიო. ისინი ხმამაღლა უყვიროდნენ ერთმანეთს.
ფრანგული პრესა კი კიდევ უფრო საფუძვლიანად წერს, პსჟ-ში დაჯგუფებებმა ცუდი სახე მიიღო – სამხრეთამერიკელები და ევროპელები ცალ-ცალკე არიანო.
პირველად ეს შარშან დაიწერა, ჯორჯინიო ვეინალდუმს ზღუდავენ, რადგან პარედესის ადგილი დაიკავაო.

ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
