რუსებს „ადიდასი“ დაშორდა

Home კატეგორიის გარეშე რუსებს „ადიდასი“ დაშორდა
რუსებს „ადიდასი“ დაშორდა

ცნობილი სპორტული ბრენდი, „ადიდასი“, ამიერიდან რუსეთის საფეხბურთო კავშირთან აღარ ითანამშრომლებს. გადაწყვეტილება ძალაში მყისიერად შევა – წერია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

მიზეზი, ცხადია, რუსული ჯარის სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა და საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებაა.

ორშაბათს, 28 თებერვალს, ფიფამ და უეფამ რუსეთის ყველა ასაკის ნაკრები და კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთა.

Adidas - Wikipedia

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.