მოსკოვის „სპარტაკს“ ევროპა ლიგიდან მოკვეთენ და „ლაიფციგთან“ მერვედფინალურ მატჩებსაც ვეღარ ითამაშებს.
უეფა ამ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს და გერმანული კლუბი ავტომატურად გავა ტურნირის მეოთხედფინალში.
მანამდე „ლაიფციგის“ პრეზიდენტმა, ოლივერ მინტცლაფმა, ივარაუდა, რომ „სპარტაკთან“ მატჩები არ გაიმართებოდა. „უეფასთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს. გვჯერა მათი გადაწყვეტილებების და ვვარაუდობთ, რომ „სპარტაკთან“ თამაში არ მოგვიწევს“, – ამბობს მინტცლაფი.
მანამდე გაცხადდა, რომ „სპარტაკი“ „ლაიფციგთან“ „საშინაო“ მატჩს ბაქოში ჩაატარებდა.