კინგსლი კომანის მიერ ბოლო წამს გატანილმა გოლმა ზალცბურგელებს გული დაწყვიტა, „ბაიერნს“ კი სტატისტიკა გადაურჩინა — მიუნხენელები მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაში კვლავ დაუმარცხებლად მიდიან. ავსტრიული და გერმანული გუნდების მერვედფინალური შეხვედრა დამთავრდა 1:1.
ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ბოხუმის“ მიერ დამარცხებული „ბაიერნი“ ავსტრიაში თავმოყვარეობის აღსადგენად გაემგზავრა, მაგრამ გულშემატკივარი დიდად ვერ გაახარა — იულიან ნაგელსმანის ფეხბურთელებმა უნაპერწკლო ფეხბურთი ითამაშეს და პირველი ტაიმი წააგეს 0:1. 21-ე წუთზე ლამაზი დარტყმით გოლი ჩუკვუბუიკე ადამუმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ადამუ მოედანზე მე-11 წუთზე შევიდა. მან შეხვედრის დასაწყისშივე დაშავებული ნოა ოკაფორი შეცვალა.
გოლის გატანას ცხადია „ბაიერნიც“ ცდილობდა. სტუმართაგან ყველაზე სახიფათო განაპირა მცველად ქცეული სერჟ გნაბრი გახლდათ. მან ორჯერ სცადა თავისი, მაგრამ „ზალცბურგის“ დაცვა ვერ გატეხა.
„ბაიერნმა“, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში, ბოლო 21 შეხვედრაში სტუმრად არ წაეგო, დიდად ვერც შესვენების შემდეგ გაამწვავა თამაში, თუმცა დაჟინებამ და კლასმა საბოლოოდ მაინც გაიტანა თავისი.
https://www.youtube.com/watch?v=8qYK1rlowFk
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
