დაბრუნდა !!!

დაბრუნდა !!!

Christian Eriksen made his return to action in a behind-closed-doors friendly at Brentfordრვათვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, დანიელი ვარსკვლავი, კრისტიან ერიკსენი მოედანს დაუბრუნდა. ორშაბათს, მის 30-ე დაბადების დღეს დაემთხვა, მან ახალი კლუბის, „ბრენტფორდის“ მაისურით პირველად ითამაშა ამხანაგურ მატჩში „საუთჰენდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ.

სუსხიან, წვიმიან ამინდში მასპინძლებმა 3:2 მოიგეს და ერთი გოლი ერიკსენის პასით გავიდა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, დანიელი შუახაზელი საკმაოდ დატვირთული იყო მოედნის ცენტრში. ბევრს მოძრაობდა და რამდენჯერმე ხიფათიც შეუქმნა მეტოქის კარს. ერთი საათი გაატარა მინდორზე. მე-60 წუთზე ის ლუის გორდონმა შეცვალა.

არადა, რვა თვის წინათ, ევრო 2020-ის პირველი მატჩის დროს, ფინელების წინააღმდეგ, მას გული გაუჩერდა…

ექიმებმა და თანაგუნდელებმა პირველი დახმარება აღმოუჩინეს. შემდეგ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და გულში კარდიო-დეფიბრილატორი ჩაუყენეს. აპარატი, რომელიც გულის მუშაობას აკონტროლებს და საჭირო შემთხვევაში ელექტრონულ იმპულსებს იძლევა.

თითქოს მისთვის კარიერა დამთავრდა. გულში აპარატჩადგმული კაცი, აბა, ვისღა სჭირდებოდა. მაგრამ კერკეტი აღმოჩნდა და დაბრუნდა.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.