არ მოგწონთ კოუტინიო?

Home აქეთურ-იქითური არ მოგწონთ კოუტინიო?
არ მოგწონთ კოუტინიო?

Steven Gerrard hails 'fantastic cameo' by Philippe Coutinho after on-loan  midfielder came off the benchსტივენ ჯერარდი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ კოუტინიუ შეაქოს. ან რატომ არ უნდა შეაქოს?

ბრაზილიელმა „ასტონ ვილა“ – „ლიდსის“ მატჩში გოლი და ორი საგოლე პასი გააკეთა, შეხვედრა კი 3:3 დასრულდა.

კოუტინიუ „ასტონ ვილას“ პირველი ფეხბურთელია ამ საუკუნეში, რომელმაც საშინაო „ვილა პარკზე“ პირველ ორ თამაშში გაიტანა გოლი (პრემიერლიგას ვგულისხმობთ).

ბრაზილიელი ნახევარმცველი ფორმაში შევიდა, როგორც ჩანს, თავის ლიგას დაუბრუნდა და ჯერარდის სახით სანდო და ძლიერი მწვრთნელიც ჰყავს.

„ვისაც კოუტინიუს თამაში არ მოსწონს, სჯობს ფეხბურთის ყურებაში დრო არ დახარჯოს. ის უბრალოდ ბრწყინვალეა“.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ