Diario Sport-მა ასეთი ამბავი გაახმაურა: თურმე მატეის დე ლიხტი 2019 წელს „აიაქსიდან“ „ბარსელონაში“ რომ აპირებდა გადასვლას და ყველაფერი გადაწყვეტილი რომ ჩანდა, ჟერარ პიკეს ერთ წინადადებას ცუდად უმოქმედია და ჩაუშლია…
დე ლიხტი და პიკე იმ ზაფხულს კარიბებზე ერთად ისვენებდნენ. „ბარსას“ გამოცდილ მცველს უთქვამს, ჩვენთან მაინც არ გათამაშებენ და წინასწარ იცოდეო.
დე ლიხტიც „იუვენტუსში“ წავიდა. რამდენად სიმართლეა, ვინ იცის. დე ლიხტი და მისი აგენტი მინო რაიოლა არც უარყოფენ, არც ადასტურებენ.
პიკემ კი, რა თქმა უნდა, ტყუილიაო. ისე, დე ლიხტი და „ბარსელონა“ კვლავაც აქტუალურია. ერთი თვის წინაც ხშირად იწერებოდა.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
