რაფა მორჩა

რაფა მორჩა

Clock ticking for Rafa Benitez at Everton as Marcel Brands' exit puts  spotlight on manager„ევერტონმა“ რაფა ბენიტესი გაათავისუფლა.

ესპანელმა მწვრთნელმა ნახევარი წელიწადი იმუშავა პოსტზე. არ გამოვიდა მისი რომანი ერთ დროს N 1 მტერ კლუბთან. ცუდად დაიწყო და ცუდად დასრულდა…

ბენიტესი „ლივერპულთან“ ასოცირდებოდა. ჩემპიონთა ლიგა მოიგო 2005 წელს და ბუნებრივია, „ევერტონის“ ფანების უმრავლესობა ცუდად შეხვდა მის დანიშვნას. მით უმეტეს, ახსოვდათ ესპანელის ძველი გამონათქვამი – როცა „ევერტონი“ პატარა კლუბად მოიხსენია.

საქმეც ვერ აეწყო რაფას. ვერ დაალაგა სიტუაცია ვერც ხამეს როდრიგესთან, ვერც ლუკა დინთან და კლუბმა ორივე გაყიდა.

„ევერტონი“ ახლა პრემიერლიგაში მე-15 ადგილზეა და გასავარდნი ზონიდან მხოლოდ 6 ქულითაა დაშორებული.

და ვინ შეცვლის რაფას? N 1 კანდიდატი მისივე თანაშემწე დანკან ფერგიუსონია – გუნდის ყოფილი ცენტრფორვარდი.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ