აფრიკაში გოლების გვალვა გრძელდება. ახლა ციფრები: 15 მატჩი ჩატარდა და აქედან 10 დასრულდა 1:0… ხოლო 3 თამაში დასრულდა 0:0.მხოლოდ ორ შემთხვევაში მოხდა, რომ ერთზე მეტი გოლი გავიდა. კამერუნი-ბურკინა ფასო 2:1, კამერუნი-ეთიოპია 4:1.
ეს უკვე ნამეტანია. ეტყობა, კარი უნდა გაზარდონ?!
აი, ახლა როცა ვწერდით, თან ველოდით სენეგალი-გვინეის თამაშის დასრულებას, 0:0 იყო და… გაგიკვირდებათ, ასევე მორჩა.
ეს ჯგუფია და ლოგიკურად თუ გავყვებით, ფლეი-ოფებიდან უფრო უნდა შემცირდეს შედეგიანობა.
თუმცა ამაზე მეტად შემცირება რაღაა, ვერ გეტყვით.
ბევრი ჯარიმა, შეჩერებები, გაწელილი დრო, იშვიათად რომ ვინმემ რამე ორიგინალური მოიფიქროს…
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
