SPREAD TEMPLATE - SnowBrainsზუსტად 8 წლის წინ მოხდა ეს ამბავი… 2013 წლის 29 დეკემბერს საფრანგეთის პატარა სამთო-სათხილამურო კურორტ მერიბელში. ფორმულა 1-ის ლეგენდა მიხაელ შუმახერი იმ დილით გახარებული ყოფილა, რადგან მზემ გამოანათა და ხილვადობა მშვენიერი იყო.

მერე კი მოხდა საშინელება. 44 წლის გერმანელმა აიღო თხილამურები, რომელიც ძალიან უყვარდა და რომელიც მანქანის მართვის მერე ყველაზე დიდ ადრენალინს აძლევდა. დაეშვა და თან მერამდენედ დაეშვა – შუმახერი ხომ იმ ადგილებს კარგად იცნობდა, რადგან მერიბელში ვილა ჰქონდა. მაგრამ ბედი: დაახლოებით დილის თერთმეტ საათზე ქვას დაეჯახა. უხილავი ქვა… ჰაერში ავარდნა და თავით მეორე ქვაზე დავარდა.

ამ ორ ქვას შორის მანძილი 10 მეტრზე მეტი ყოფილა და წარმოიდგინეთ, რა ძალის შეჯახება იქნებოდა. არასპორტსმენ ადამიანს, ალბათ, გადარჩენის უმცირესი შანსიც არ ექნებოდა. შუმახერი არ გარდაიცვალა, მაგრამ!..

რამდენიმე წუთში მაშველები მივიდნენ. თვითმხილველების ცნობით, შუმახერის მდგომარეობა თავიდან ასე საგანგაშო არ იყო და ვერტმფრენში გაუარესდა. ის თავიდანვე გრენობლის კლინიკაში არ მიიყვანეს, სადაც სპეციალურად თავის ტრავმებზე აკეთებდნენ ოპერაციებს… დრო დაიკარგა.

სასწრაფოდ სამი ოპერაცია გაუკეთეს. თავის ქალისა და ტვინის მძიმე დაზიანებები, ტვინში სისხლჩაქცევები… კომა! სამ თვეში გაკეთდა განცხადება, თითქოს შუმახერი გონზე მოდისო, მაგრამ ფაქტია, 8 წელი გავიდა და მიხაელ შუმახერის მდგომარეობა არ შეცვლილა. ის თავის სახლშია, სადაც ფაქტიურად სახლი-კლინიკაა…

Schumacher: iniziato il risveglio, Anche la manager conferma - La Gazzetta  dello Sportშუმის მეუღლემ, კორინამ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მიხაელის მდგომარეობა უცვლელია და მის მკურნალობაში უკვე დაიხარჯა 21 მილიონი ევრო. სხვა არავითარი სიახლე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით… დროდადრო ჩნდება ინფორმაცია, რომ შუმახერი შეიძლება გამოჯანმრთელდეს, მაგრამ სხვა არანაირი კონკრეტიკა.

ისევ კორინას სიტყვები. რას იხსენებს…

„მერიბელში ვილა გვქონდა. მიხაელმა იქ გამგზავრებამდე თქვა, იქნებ სხვა დროს წავიდეთ, ახლა იქ ამინდი ოპტიმალური არაა და თოვლიც შეიძლება ბევრი არ იყოს. შეგვეძლო დუბაიში დასვენება და იქ პარაშუტებით გართობა. ამაზე ვფიქრობდით… მაგრამ მომხდარში ღმერთს არ ვადანაშაულებ. უბრალოდ, არ გაგვიმართლა“.