ანდრეი კანჩელსკისი ხომ გახსოვთ? სწრაფი მარჯვენა გარემარბი „მანჩესტერ იუნაიტედში“, „ევერტონში“, „გლაზგო რეინჯერსში“, „ფიორენტინაში“… შოთა არველაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩზეც იყო თბილისში. შოთასთან ერთად გლაზგოში თამაშობდა.
კანჩელსკისი პირდაპირობითა და უხეში გამონათქვამებით გამოირჩევა. რუსულ ფეხბურთში რაც ტრიალებს, ამბობს:
„რუსულ ფეხბურთში ქურდებისა და დილეტანტების სიმრავლეა. 90 პროცენტს ისინი წარმოადგენენ. ამიტომაც არის რუსული პრემიერლიგა ქვემოთ. ხომ ხედავთ, რა შედეგებია ევროტურნირებზე?..
სსრკ-ში სხვა ტრადიცია და გაგება იყო, ახლა კი ფეხბურთის მოყვარული ხალხი ცოტაა. სახელებს არ ვიტყვი, რადგან ეწყინებათ. ერთი რაც გვრჩება, დაველოდოთ“.
კანჩელსკისის რამდენიმე ცნობილი გამონათქვამი:
„ჩერჩესოვმა რაც პუტინს ხელი ჩამოართვა, ის ხელი არ დაუბანია. თავბრუ დაეხვა და კოსმოსში გაფრინდა. ჩერჩესოვი სამარცხვინო მწვრთნელია“.
„კოკორინს რა უნდა „ფიორენტინაში“? ესე იგი, იტალიური მაფია ისევ ფორმაშია“.
„რა უნდა ამდენ ქალს საფეხბურთო გადაცემაში? მალე ზარემა „სპარტაკს“ გაწვრთნის, ზუბოვა კი გენერალური დირექტორი გახდება“.
„ჩვენებს მარტო ფული ადარდებთ, უზბეკი შომორუდოვი კი „რომაშია“ და მას ჟოზე მოურინიო წვრთნის“.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
