სანე ზედიზედ მესამედ

Home სიახლეები სანე ზედიზედ მესამედ
სანე ზედიზედ მესამედ

საადაპტაციო პერიოდის შემდეგ ლეროი სანე ზედიზედ მესამედ გახდა მიუნხენის „ბაიერნის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელი.

ნოემბერში 25 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირში „ბაიერნის“ მაისურით 5 შეხვედრა ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.

სანე „ბაიერნის“ საუკეთესო მოთამაშედ სექტემბერ-ოქტომბერშიც დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ სანე 2016-20 წლებში „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა, სადაც „შალკედან“ გადავიდა. „ბაიერნში“ 2020 წლიდან თამაშობს და რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

No description available.