მალხაზ ბეუქლიშვილი გარდაიცვალა… საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და ძალიან კარგი ადამიანი. მხიარული, ენაკვიმატი.
ზოგი მახოს ეძახდა, ზოგი ბეუქლას. ახალგაზრდა კაცს გულმა უმტყუნა.
თავად მინახავს, როგორ სჯიდა ხოლმე თამაშებს. მე თქვენ გეტყვით, ანშლაგი იყო ხოლმე სტადიონებზე და ვერ გაიგებდი?! ზოგჯერ ურჩ ფეხბურთელებს ისე სასაცილოდ ეტყოდა ხოლმე რაღაცას.
„ადე, ადე, ნუ გორაობ, კამეჩი ვერ წაგაქცევს“…
„აჰა, ეს ყვითელი. ბევრი ლაპარაკი ლექციაზე. აქ უნდა ითამაშო“…
ბეუქლიშვილი ის კაცია, 12 წლის წინ ოსმა კრიმინალებმა რომ გაიტაცეს და გამოსასყიდს ითხოვდნენ…
სარბიელელები ვწუხვართ მალხაზ ბეუქლიშვილის გარდაცვალების გამო.
ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
დავთარი31/08/2025 | 20:13მართლა კითხულობთ, რომ ფედერაცია რა შუაშია?
დავთარი30/07/2025 | 23:14ჩვენი ფეხბურთი ერთ განცხადებაში
დავთარი28/12/2023 | 21:53… ამიტომ – წერტილი
აქეთურ-იქითური15/11/2023 | 19:33ჩემი, შენი, ჩვენი ბადრი…
