8 დეკემბერს ეროვნული ლიგის ფლეი აუტის პირველი მატჩები გაიმართა. ცოტა მოულოდნელი ანგარიში დაფიქსირდა მარტვილში, სადაც ადგილობრივმა „მერანმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
ანგარიში მე-13 წუთზე შეიკნე სილამ გახსნა. 34-ზე კი კიჭი მელიავამ საბოლოო წერტილი დასვა. ამ გამარჯვებით ჭყონდიდელებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს უმაღლესი ლიგისკენ. „ტორპედოს“ კი დიდი ძალისხმევა მოუწევს ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად.
მეორე შეხვედრაში „შუქურამ“ „გაგრა“ მიიღო და უგოლოდ დაშორდა. საინტერესოა, რომ სტუმრები მე-20 წუთიდან კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ლაშა თოთაძეს და მინდვრიდან დაითხოვა.
საპასუხო მატჩები 12 დეკემბერს გაიმართება.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
