ესპანეთის ჩემპიონატთან დაკავშირებით საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა Opta-მ. ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ, რომ ლა ლიგაში ბურთაობის სუფთა დრო ბევრი არ არის. „ბეტისის“ მწვრთნელმა, ცნობილმა მანუელ პელეგრინიმ ამის შესახებ თავისი უკმაყოფილებაც გამოხატა. და აი, გულშემატკივრის ინტერესის დასაკმაყოფილებლად დათვალეს, თამაშის განმავლობაში საშუალოდ რომელი გუნდი რამდენ ხანს ფლობს ბურთს.
როგორც ესპანურ მედიაში წერენ, გასაკვირი არაფერი იყო იმაში, რომ ყველაზე ცოტას „ვალენსია“ თამაშობს — ეს მისი მწვრთნელის ხოსე ბორდალასის მიდგომით არის განპირობებული. „ვალენსიას“ მაჩვენებელი შეხვედრაში 48,4 წუთია.
ბორდალასი „ხეტაფეში“ მუშაობის დროსაც ჩაკეტილი, დაცვაზე აგებული, „უბურთო“ ფეხბურთით იყო ცნობილი და მიდგომა არც „მესტალიაზე“ გადასვლის მერე შეუცვლია.
„უბურთო“ ხუთეულში აღმოჩნდნენ „რაიო ვალეკანო“, „მალიორკა“, „გრანადა“ და ხსენებული „ხეტაფე“. ამ გუნდებს შორის ლა ლიგის ცხრილში ყველაზე მაღლა, მე-8 ადგილზე, „რაიო ვალეკანოა“.
თამაში კი მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად წლეულს „რეალს“ ჰყვარებია — მადრიდელები მატჩში საშუალოდ 56,3 წუთს ბურთაობენ. მეორეზეა „ვილიარეალი”. შემდეგ მოდიან „ატლეტიკო”, „ბარსელონა” და „ბეტისი”.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
