No description available.ფილიპინელ მოკრივე მენი პაკიაოზე არაერთი წიგნის დაწერა შეიძლება, მაგრამ მისი ბოლო ისტორია ორმა აბზაცმაც დაიტია.

მენი 42 წლის ასაკში დიდი კრივიდან წავიდა და გამოსამშვიდობებელი განცხადებაც გაავრცელა:

„მადლობა ყველა ქომაგს და მადლობა სპორტის უმაგრეს სახეობას. ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რომელიც ოდესმე მიმიღია, მაგრამ უკვე შევეგუე. მშვიდობით, კრივო“.

პროფესიულ რინგზე გამართულ 72 ბრძოლაში მენი პაკიაო ორად ორჯერ დამარცხდა, 39 შემთხვევაში კი მეტოქეებს ნოკაუტით მოუმთავრა საქმე.

ღარიბ ფილიპინურ ოჯახში გაზრდილი ბიჭი 8 სხვადასხვა დივიზიონში გახდა ჩემპიონი. ბუნებრივია, სამშობლოში აღმერთებენ და მენი ამ სიყვარულის პოლიტიკაში კონვერტაციას აპირებს – ფილიპინების უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებში პაკიაო ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.

No description available.

წილი
წინა სტატიარეალს ტილი მოედო
შემდეგი სტატიათავადი მანუ
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".