უეფამ და კონმებოლი დამეგობრდნენ და ერთმანეთში ახალ თასს გაათამაშებენ – 2022 წლის ივნისში ერთმანეთს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულები შეხვდებიან.
ამ ტურნირების ბოლო გამარჯვებულები კი იტალიისა და არგენტინის ნაკრებები არიან. სწორედ ისინი შეუდგებიან ახალი თასის გამარჯვებულის ათვლას.
ახალი თასის გარდა, ევროპული და სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მამებს შორის შეთანხმება, ქალთა და ახალგაზრდულ ფეხბურთში, ფუტსალში, მსაჯების გაცვლაში, ტექნიკური მომზადებასა და სხვა საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებენ.
მეტიც, ერთობლივ ოფისს ლონდონში გახსნიან, სადაც პროექტების განხილვა-დაგეგმარება მოხდება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
