„ბარსელონა“ ფინანსური საქმიანობით წინა ხელმძღვანელობის დროს ხომ გვაკვირვებდა, თუმცა ვერც ახლანდელმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გამოასწორა მდგომარეობა.
მოკლედ, საქმე ასეა: კატალონიური კლუბი 2022 წელს ნიდერლანდელ სპეციალისტ რონალდ კუმანს კონტრაქტს თუ არ გაუგრძელებს, კომპენსაციის სახით 6 მილიონ ევროს გადაიხდის.
მოგეხსენებათ, კუმანი „ბარსელონამდე“ ნიდერლანდების ნაკრებს თავკაცობდა. კატალონიაში გადაბარგების სანაცვვლოდ კი ცხადია, ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასთან დადებული შეთანხმება დაარღვია, რისთვისაც გვარიანი თანხის გადახდაც მოუწია.
ბოლო დროს კი გავრცელდა ხმები, მიუნხენის „ბაიერნთან“ 0:3 მარცხის გამო, კლუბში კუმანის პოზიციები გვარიანად შეირყაო.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
