ინგლისური „ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა საკმაოდ ვრცელი ინტერვიუს უდიდესი ნაწილი მოჰამედ სალაჰს დაუთმო.
„როცა „ლივერპულის“ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულზე ფიქრობ, არიან ფეხბურთელები, რომლებზეც შეგიძლია თქვა: „ეს მისი ადგილია!“ ვინ? ალან ჰანსენი, გრემ სუნესი, ჯონ ბარნსი, სტივენ ჯერარდი, იან რაში და კენი დალგლიში. ამ ფეხბურთელებს თავიან პოზიციებზე იდეალურ 11-ეულში ადგილს ვერავინ შეეცილება.
და როცა შეტევის მარჯვენა ფლანგზე ვფიქრობ, ვინ, თუ არა მო სალაჰი?! ამაზე არც უნდა ვიკამათოთ.
როცა 30 წლის და უფრო ასაკოვან ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, მაგალითად კრიშტიანუ რონალდუ მოგვყავს. პორტუგალიელი ნამდვილი მანქანაა და ყველაზე უკეთ უვლის სხეულს, ფიქრობს ფუზიკურ კონდიციებზე, რომ იდეალური იყოს. სალაჰი კი არანაკლები პროფესიონალია, ვიდრე რონალდუ. მას კარიერის კიდევ ბევრი წელი აქვს წინ და იმედი მაქვს, „ლივერპულთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
ასეთ სიტუაციაში, ბუნებრივია, ფეხბურთელი ცოტა მეტს ითხოვს, კლუბი კი ცოტა ნაკლებს სთავაზობს. ვფიქრობ, „ლივერპულმა“ უნდა გადაიხადოს – ჩვენ მო სალაჰი ძალიან გვჭირდება,” – ეს ჯეიმი კარაგერის სიტყვებია.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
