იცით, რამხელა ქვეყანაა მოლდოვა? ჩვენზე პატარა.
იცით, რამდენია მოლდოვას მოსახლეობა? ჩვენზე ცოტა.
იცით, რამდენია მოლდოვაში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე გადაანგარიშებით? ჩვენზე ნაკლები.
იცით, რომელი იყო საუკეთესო კლუბი, სადაც საუკეთესო მოლდოველ ფეხბურთელს უთამაშია – „ბაშაქშეჰირი“.
იცით, რამდენი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავთ მოლდოველებს? არც ერთი.
იცით, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში რა იყო საუკეთესო მოლდოვური კლუბის ყველა დროის საუკეთესო შედეგი? მე-6 ადგილი.
იცით, რა იყო საბჭოთა კავშირის თასზე საუკეთესო მოლდოვური კლუბის საუკეთესო შედეგი? მეოთხედფინალი.
⚽ ⚽ ⚽
მოლდოვას ჩემპიონი დღეს ჩემპიონთა ლიგაშია. „შერიფი“ და მისი ქართველი დირექტორი ვაჟა თარხნიშვილი ამ წუთისთვის „რეალს“ და „ინტერს“ ზემოდან დაჰყურებენ.
სხვათა შორის, ტირასპოლი მოლდოველების „სოხუმია“ – არაღიარებული, თვითმარქვია დნესტრისპირეთის რესპუბლიკის დედაქალაქი.
სამაგიეროდ, ჩვენ სადღეგრძელოები გვაქვს უკეთესი, რომლებშიც ხატოვნად აღვწერთ ქართული ფეხბურთის სიდიადეს პაიჭაძიდან დაწყებული იმ ფეხბურთელებით დამთავრებული, დიდი ფეხბურთი რომ უნდა ეთამაშათ და ვერ ითამაშეს.