The Manchester hotel will have 150 roomsკრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა მოულოდნელი და ხმაურიანი გამოდგა. ახლა ზოგი მისგან ტიტულებს ელის, ზოგიც ამბობს, ასაკშია და ვერაფერს გახდებაო. მაგრამ მის ნისლიან ალბიონზე დაბრუნებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონია – კრიშტიანუ ბრიტანეთში თავისი სასტუმროების იმპერიის გაფართოებას აპირებს.

მანჩესტერის პიკადილი გარდენსის რაიონში უკვე იწყება 27 მილიონგირვანქიანი მდიდრული სასტუმროს მშენებლობა, რომელიც 2023 წელს დასრულდება. ეს სასტუმრო თურმე რამდენიმე უსახური შენობის ადგილზე შენდება, რომლებსაც უკვე ოცი წელიწადია სარეკლამო ფირნიშებით ფარავენ.

ამას უახლოეს წლებში კიდევ რამდენიმე შენობა დაემატება საფირმო ნიშნით –  CR7, რიმელიც კრიშტიანუს ინიციალებს და სათამაშო ნომერს ასახავს. აკი, „ოლდ ტდაფორდზე“ გადასვლისთანავე ეს ნომერი რონალდუს ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ დაუთმო.

ეს მეშვიდე საფირმო სასტუმრო იქნება, რომელსაც რონალდუსთან დაკავშირებული უკვე ბრენდად ქცეული ჯგუფი Pestana ააშენებს.

მანამდე მათ ასეთი სასტუმროები კრიშტიანუს მშობლიურ მადეირაზე, ლისაბონში, ნიუ იორკში, მადრიდში, პარიზსა და მაროკოულ მარაქეშში წამოჭიმეს.

„ცხადია, კრიშტიანუსთვის პირველ ადგილზე ფეხბურთია. მაგრამ ახლა კარიერის ისეთ ფაზაშია, წინ უნდა გაიხედოს. არაჩვეულებრივი შესაძლებლობები, რომლებიც ამ მხრივ ბრიტანეთში არსებობს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რისთვისაც ის აქ დაბრუნდა“, – თქვა კრიშტიანუს წარმომადგენელმა.

Inside Ronaldo's new Madrid hotel