„ბაიერნის“ სპორტულმა“ დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა მიუნხენელთა 25 წლის ფეხბურთელის ლეროი სანეს დასაცავად ხმა აიმაღლა. მან იმ ობსტრუქციის წინააღმდეგ გაილაშქრა, რომელიც სანეს გულშემატკივრებმა „კიოლნთან“ შეხვედრის მსვლელობისას მოუწყვეს. „ბაიერნმა“ „კიოლნს“ 3:2 მოუგო.
სალიჰამიჯიჩი: „ეს, რასაკვირველია, ლეროის საუკეთესო თამაში არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქომაგები თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ამხნევებდნენ. „ალიანს არენაზე“ ერთი სტვენაც არ უნდა ისმოდეს. ობსტრუქციას შედეგი არ მოაქვს“.
„კიოლნთან“ შეხვედრაში სანე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს და ამ ამბავს ტრიბუნები ტაშით შეხვდა.
„ჩვენ ლეროის ყოველთვის დავიცავთ“, — დასძინა სალიჰამიჯიჩმა.
თანაგუნდელი ვეტერანმა თომას მიულერმაც დაიცვა.
„ჩვენ ასეთი რამ არ გვჭირდება. ეს ულამაზო საქციელია. ჩემი აზრით ფანები ფეხბურთელებს მხარში უნდა ედგნენ“, — თქვა მან.
„ბაიერნის“ აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ კანი: „ახლა მნიშვნელოვანია, ლეორიმ დაივიწყოს ის რაც მოხდა. კლუბს უნდა, რომ სანემ ჩვენს გუნდში ითამაშოს“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
