ვის და რატომ დასჭირდა ოლიმპიადის გახსნამდე სამი დღით ადრე მისი ერთ-ერთი სიმბოლოს შეცვლა? რა სარგებელი?
იქნებ მუხლზე დამდგარი თეთრი ან შავკანიანი კაციც (ეგ უკვე სულ ერთია) ოლიმპიადის სიმბოლოდ გვექცია?
მოკლედ: დღეს ტოკიოში სერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად იმაზეც იმსჯელეს, რომ (თურმე, ნუ იტყვით) ოლიმპიური დევიზი დაგვიძველდა.
დიდი ჭმუნვების შედეგად ახალი ვერსიაც იშვა: “უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად – ერთად!”
ბრავო! ამას მიგნება არ უნდოდა? საკმარისი იყო ერთი სიტყვა „ერთად“ დამატებოდა და დევიზმა სულ სხვა ელფერი შეიძინა.
ახლა კი სერიოზულად: ბოლო ხანი ეს კანტორაც მაფიოზურ კლანს დაემსგავსა. ეს „ბოლო ხანი“ ჩემთვის სოკ-იდან ხუან ანტონიო სამარანჩის წასვლის შემდეგ დაიწყო. ვერ ვხედავ, რომ ვინმე უშუალოდ სპორტზე ფიქრობდეს და სოკ-ი სრულად ტელეტრანსლაციადამოკიდებული გახდა. ოღონდ ფული მიეცი და სრულად ამოიღებენ პროგრამიდან ძველბერძნულ ოლიმპიურ სახეობებს ეს ახალი ფორმაციის კუბერტენები.
იმედი მაქვს, იაპონელები მაინც დარჩებიან საკუთარი თავის ერთგული და გახსნა-დახურვის ცერემონიას დაუფარავი პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე, ტრადიციულ მოტივებზე შემოგვთავაზებენ.