კაკაბაძის კრაკოვია

Home კატეგორიის გარეშე კაკაბაძის კრაკოვია
კაკაბაძის კრაკოვია

საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე, ვინც ბოლოს ესპანური სეგუნდა დივიზიონის „ტენერიფეში“ თამაშობდა, კარიერას პოლონურ  „კრაკოვიაში“ გააგრძელებს. მან პოლონელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კაკაბაძემ ესპანეთში სულ ერთი სეზონი დაჰყო – 19 მატჩი ჩაატარა. „ტენერიფეს“ გარდა მას თბილისის „დინამოში“, ესპანურსავე „ხიმნასტიკში“, დანიურ „ესბიერგში“ და შვეიცარიულ „ლუცერნში“ უთამაშია.

„კრაკოვიას“ კი ახლა არც თუ საუკეთესო დროება უდგას. პოლონეთის ჩემპიონატში გუნდი მე-14 ადგილზე გავიდა და დაქვეითებას ბოლო ტურებში გადაურჩა – გასავარდნ ზონას 3 ქულით დაშორდა.

Otar Kakabadze nowym zawodnikiem Pasów!

 

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.