ოლიმპიადა: ჩატარებას ჩაშლა სჯობს

Home აქეთურ-იქითური ოლიმპიადა: ჩატარებას ჩაშლა სჯობს
ოლიმპიადა: ჩატარებას ჩაშლა სჯობს

პარადოქსული ვითარებაა: იაპონიის ნომურას ინტიტუტმა დადო დასკვნა, რომ ოლიმპიადის არჩატარება ნაკლებ ზარალს მიაყენებს ქვეყანას, ვიდრე მისი ჩატარება საგანგებო რეჟიმის პირობებში.

თუ ოლიმპიადა ჩაიშლება, ზარალი დაახლოებით 17 მილიარდი დოლარი იქნება. მეორე ვარიანტი: თუ ხელისუფლება თამაშებზე ადგილობრივ მაყურებლებს არ დაუშვებს, შემოსავალი 1,3 მილიარდი დოლარით დაიკლებს და 15 მილიარდს ვერ ასცდება, ღონისძიებაზე დახარჯული თანხები კი გაცილებით მეტია.

„თამაშების გაუქმება ნაკლებად წამგებიანია, ვიდრე მისი ჩატარება საგანგებო რეჟიმის პირობებში. ეს შეფასებები იქიდან მომდინარეობს, რომ თამაშებზე მაყურებელთა დასწრება და მათი რაოდენობის შეზღუდვა პირველ რიგში ვირუსისგან დაცვის და არა ეკონომიკური ფაქტორებით უნდა იყოს ნაკარნახევი“, – ნათქვამია ნომურას ინსტიტუტის დასკვნაში.

Who We Are - News - Teams ranked and allocated for Tokyo 2020 Olympic  football draws - FIFA.com

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".