No description available.შაბათს ინგლისის თასის ფინალში „ლესტერმა“ 1:0 დაამარცხა „ჩელსი“.

ეს შეხვედრა განსაკუთრებული იყო ლესტერელი ჯეიმი ვარდისთვის. ის პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, ვინც თასის გათამაშების ყველა, 13-ვე რაუნდში მიიღო მონაწილეობა.

ბუნებრივია, ამ რეკორდს ვერავინ გააუმჯობესებს და მხოლოდ მისი გამეორება შეიძლება. ვარდის პირველი გოლი ინგლისის თასის გათამაშებაში ჯერ კიდევ 2007 წელს აქვს გატანილი.

რაც შეეხება ტიტულებს, კარიერაში მეორეა – 2016 წელს „ლესტერთან“ ერთად ჩემპიონი გახდა.

მიმდინარე სეზონში ვარდის ანგარიშზე 40 მატჩში გატანილი 15 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება კონკრეტულად თასის გათამაშებას, ჯეიმი არც გოლით და არც საგოლე პასით არ გამორჩეულა.