„მანჩესტერ სიტი” ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი. ეს მას მერე გახდა ცნობილი, რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ, „ლესტერთან” 1:2 წააგო.
ამრიგად, პეპ გვარდიოლას გუნდმა ლიგის ანუ „კარაბაოს” თასს მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონის ტიტულიც დაამატა და ტრებლისთვის 29 მაისს, ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა აკლია. ფინალში „სიტი” „ჩელსის” ხვდება.
რაკი „ჩელსი” ვახსენეთ… „ქალაქელები” იმედოვნებდნენ, რომ ჩემპიონის ტიტულს გასულ უქმეებზე სწორედ „ლურჯებთან” შეხვედრაში მოიგებდნენ, მაგრამ ხელი მოეცარათ, 1:2 წააგეს და ზეიმი სამი დღით გადაედოთ. როგორც მოგახსენეთ, ეს ამბავი მათ გარეშე მოხდა.
კლუბმა გულშემატკივრებს პრემიერლიგის თასის ვიდეოთი მიულოცა ჩემპიონობა — ტროფი „ეტიჰედზე” მოედნის ცენტრში დადო და დრონით გადაიღო ლამაზი კადრები. ამ ვიდეოს შეკვეცილ ვარიანტს ქვემოთ გთავაზობთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 07:41ფერნანდეში ვირია და კინი ლომი?
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
სიახლეები25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
