39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩს ფეხბურთიდან სამი წლით მოკვეთა ემუქრება, რაც, ფაქტობრივად, მისთვის კარიერის დასრულებას ნიშნავს. საქმე ის არის, რომ დიდ შვედს (თუმც წარმოშობით ბოსნიელი ბოშაა) მალტის ერთერთ ტოტალიზატორში ინვესტიციის ჩადებას ედავებიან. შვედური გაზეთი Aftonbladet წერს, რომ ზლატანი ბეტ-კომპანია Bethard-ის 10 პროცენტს ფლობს. ამ ფირმას ოფისები ჰქონია მალტაზე.
მოგეხსენებათ, ფიფა და უეფა ფეხბურთელებს ყოველგვარ კონტაქტს უკრძალავენ სათამაშო ბიზნესთან. ამ წესის დამრღვევს კი სამი წლით ყველანაირი საფეხბურთო საქმიანობა ეკრძალება.
წერილში წერია, რომ შვედეთის ფეხბურთის ფედერაცია საქმის კურსში იყო და იმიტომ არ წაიყვანეს იბრაჰიმოვიჩი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
ზლატანმა სანაკრებო კარიერა 2016 წელს დაასრულა და სულ ახლახან დაბრუნდა ეროვნულ გუნდში. მარტში, საქართველოსთან 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ მატჩში.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
