შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ 2022 წლის ივნისამდე კონტრაქტის შესახებ მოილაპარაკა. დარჩა დეტალები – ბონუსების და პერსონალური მიღწევებისათვის გადასახდელი პრემიალურების ოდენობა. როგორც იტალიური მედია იუწყება, ეს რამდენიმე დღის საქმეა და მხარეები შეთანხმებას ოფიციალურად გაასაჯაროებენ.ზლატანი უკვე 39 წლის მოიყარა, მაგრამ პენსიაზე ჯერ არ ფიქრობს.
შეგახსენებთ, რომ შვედი „მილანში“ 2020 წლის იანვარში გადავიდა, ივნისში კი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ახლა იგივე ოფცია ამოქმედდა. ან ვინ გაუშვებს, როცა მიმდინარე სეზონის 16 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი.
„მილანში“ მეორედ მისვლამდე იბრაჰიმოვიჩს „აიაქსში“, „ინტერში“, პსჟ–ში, „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ უთამაშია.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
