ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 323.970 ევროა, პირველ წრეში გრეგუარ ბარერეს შეხვდა და 4:6, 4:6 დამარცხდა.
მოკლედ, საქართველოს პირველი ჩოგანი აგერ უკვე ერთი წელია ყველასთან ყველაფერს აგებს. არადა, ბარერე გადაულახავი ზღუდე ნამდვილად არ ჩანდა – ფრანგი 113-ე ჩოგანია და ტურნირზეც კვალიფიკაციის გავლით მოხვდა.
პირველი სეტში თითქოს ბრძოლა იყო. ბასილაშვილმა მეტოქე დააბრეიკა, მაგრამ საპასუხოდ საკუთარი მოწოდება ორჯერ დაუთმო მეტოქეს.
მეორე სეტში კი სულ უფრო გაგვაოცა – ჩვენებური 4:1 დაწინაურდა და შემდეგ ყველა ქულა ფრანგმა აიღო.
:focal(1288x232:1290x230)/origin-imgresizer.eurosport.com/2020/05/24/2823140-58227828-2560-1440.jpg)
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
