სულ ვიმეორებ, გაცეცხლებულ გულზე ემოცია არ უნდა გამოხატო მეთქი. ახლაც ვეცადე, ერთი ღამე მაინც გამეთია იმ ბოღმასთან, კიდევ დიდხანს რომ არ მომასვენებს და მერეღა ამომეთქვა. მე შემრცხვა!ვერმოგებისაც, გაშვებული შანსისაც, ტელევიზორს მიჯაჭვული მილიონისაც, სტადიონთან ნაკრების დამხვედრი ბიჭებისაც…
ფეხბურთელების ნაცვლად სულაც არ შემრცხვენია. რეალურად, ცალკე აღებული ფეხბურთელი ცლკე აღებული ინსტრუმენტია. მერე უკვე დირიჟორის ამბავია, გამოუვა თუ არა სიმფონია. განა დღეს ვამბობ პირველად, რომ დირიჟორი არ გვივარგა?!
მოცარტს და ვივალდის ვინ გთხოვდა, დალოცვილო, „ჟილი უ ბაბუსიც“ კმაროდა ევროპაზე გასასვლელად. ასე უსახელოდ დაასრულა ვლადიმირ ვაისმა მუშაობა საქართველოს ნაკრებში.
ჰო, ჩემთვის დაასრულა და თუ ფედერაციის ხელმძღვანელობა სხვაგვარად ფიქრობს, მერე არაფერი ეწყინოს. გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისის ხელით ჩვენი მრავალწლიანი ოცნება დაასამარა.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
