12 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ გუნდს უმნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან. თუმცა ნაკლებად ისტორიულად მიიჩნევს ჩვენთან დაპირისპირებას მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი და სჯერა, რომ მისი გუნდი წარმატებას მიაღწევს.
„თბილისში მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. 200 %-ით დავიხარჯებით, რათა ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით გავახაროთ. შედეგთან ერთ ნაბიჯში ვართ. ვერ ვიტყოდი, რომ ვღელავ ან ვნერვიულობ – უფრო მოტივირებული ვარ. ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. კარგად ვიცი, რაც გველის. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ამ მატჩის წინ ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ნებისმიერ სხვა მატჩამდე. ცივსისხლიანად, ზედმეტი ემოციების გარეშე. კარგად ვიცით, რამდენს ნიშნავს ეს მატჩი და ზედმეტი წნეხის შექმნა არ გვინდა“, – აცხადებს ანგელოვსკი.
ერთია, რომ ანგელოვსკი საქართველოსთან მატჩს ისტორიულად არ თვლის. მისი აზრით, ისტორიული იქნება ავსტრიასთან, 13 ივნისს გასამართი, ევროპის ჩემპიონატის შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს სასწორზე ევროპის ჩემპიონატის საგზური დაიდება, რომელის მფლობელსაც გუნდები „დინამო არენაზე“ გაარკვევენ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
