მიუნხენის „ბაიერნისა“ და კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ნიჭიერად წაქცევა ინდური კინოს მამებმა თუ ნახეს, უთუოდ როლს მისცემენ ფილმში. სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩში ხამესს კორეელმა ცხვირზე წაუთათუნა, ის კი ტაისონის მუშტდარტყმულივით სამარცხვინოდ გაიშხლართა, არიქა, მსაჯი მეტოქეს გააძევებსო, მაგრამ მსაჯმა არ დაუჯერა.
ამ ამბავს კინკლაობა მოჰყვა და კოლუმბიელმა ედვინ კარდონამ კორეელებს დასცინა – თითებით თვალები დაიწვრილა, რაც სავარაუდოდ რასიზმში ჩაეთვლება და ეგებ დისკვალიფიკაციასაც გამოჰკრას ხელი.
ხამეს როდრიგესმა ალბათ არ იცის, ვის უნდა მიებაროს სამსახიობო ოსტატობის ასამაღლებლად – ჩილელ ბრაიან კარასკოს, რომელმაც 20-წლამდელთა მატჩში ეკვადორთან მეტოქეს ხელი „გამოართვა“, სახეში მიირტყა და ამოყირავდა. ეს ძველი, 2011 წლის ამბავია კარასკოს ახლა უკვე დახვეწილი ექნება სუპერთანამედროვე ილეთები.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
