მაგარ ფორმაშია „მილანის“ შემტევი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც 3 ოქტომბერს 39 წლის შეიქმნა. შვედმა თავდასხმელმა იტალიის სერია A-ს ოთხ ტურში ოთხი გოლი გაიტანა, მაგრამ მხოლოდ ორი მატჩი ითამაშა და ორივეში დუბლი შეასრულა. აქედან ერთ დერბი „მადონინაში“, როდესაც მილანელებმა თანაქალაქელი „ინტერი“ დაამარცხეს.
შესაბამისად, ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ ახალ კონტრაქტზე დაიწყო მუშაობა. გავრცელებული ცნობით, იბრაჰიმოვიჩს სურვილი აქვს კონტრაქტი ამ სეზონის დასრულების შემდეგაც გააგრძელოს.
იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2020 წლის იანვარში „ლოს-ანჯელეს გალაქსიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, თუმცა, ეს არ ყოფილა მილანში მისი პირველი სტუმრობა – იბრაჰიმოვიჩი „როსონერიში“ 2010-2012 წლებშიც თამაშობდა. 2011 წელს იტალიის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა.
შვედ თავდამსხმელს ასევე უთამაშია „მანჩესტერ იუნაიტედში“, „პარი სენ-ჟერმენში“, „ბარსელონაში“, „იუვენტუსში“, „ინტერში“, „აიაქსსა“ და „მალმიოში“.