No description available.რა უნდა დაგიშავოს შვილმა, რომ სახელად მარქსი დაარქვა და გვარად ლენინი მისცე?
არადა, მისი სრული სახელი მარქს ლენინ დუშ სანტუშ გონსალვეშია, ბრაზილიური „ფლამენგოს“ აღზრდილი, ბრაზილიის ჭაბუკთა ნაკრებშიც რომ უბურთავია.
ის რუსულ ტოლიატის „აკრონისთვის“ ცოდოც კია, სადაც ამას წინათ გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.
20 წლის შემტევი ნახევარმცველი ამბობს, მარქსი მამაჩემის – ანტონიო მარკესის პატივსაცემად დამერქვა და ლენინს რაც შეეხება, რუსეთში ჩამოსვლამდე, გაგებაში არ ვიყავი, ვინ არისო.