არ გამართლდა პროგნოზი, რომ მადრიდის „რეალი“ ვეტერან ლუკა მოდრიჩს შეელეოდა. მიზეზად კი სხვა გარემოებებთან ერთად მისი მაღალი ხელფასიც სახელდებოდა. მსგავსი ხმები არ შეხებია კლუბის ლეგენდად ქცეულ სერხიო რამოსს, მაგრამ ორივე ამ ვეტერანს კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება.ბურუსი ფლორენტინო პერესმა გაფანტა. კლუბის პრეზიდენტის თქმით, ქომაგები ვერ გაუგებენ, თუ „რეალი“ უაღრესად დამსახურებულ ფეხბურთელებს ახალ კონტრაქტებს არ შესთავაზებს. ეს კი უახლოეს მომავალში მოხდება.
ჯერ უცნობია, უერთგულებს თუ არა კლუბი საკუთარ სატრანსფერო პოლიტიკას. როგორც წესი, „რეალი“ 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს კონტრაქტს ყოველ ჯერზე მხოლოდ თითო წლით უხანგრძლივებს.
შესაძლოა, ამჯერად გამონაკლისიც დაუშვან, მაგრამ თუ ასე მოხდა, მათი ასტრონომიული ხელფასები ალბათ გადაიხედება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
