Dok Rivers produžio ugovor s LA Klipersima - Košarka, NBA, Top News„ლოს-ანჯელეს კლიპერსმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დოკ რივერსი გაათავისუფლა. კლუბის განცხადება და მწვრთნელზე მთხოვნების გაჩენა ერთი იყო – რივერსის დასაქმება ერთბაშად სამმა კლუბმა მოისურვა.

ყველაზე მონდომებული „ჰიუსტონ როკეტსია“, რომელიც აქტიურად ეძებს მაიკ დანტონის შემცვლელს. გავრცელებული ცნობით, „რაკეტები“ მზად არიან კონტრაქტი არა მარტო რივერსს კონტრაქტი მთლიანად მის სამწვრთნელო გუნდთან ერთად გაუფორმოს.

რივერსით ასევე დაინტერესებულნი არიან „ნიუ-ორლეან პელიკანი“ და „ფილადელფია სიქსერსი“.

რივერსი 2013 წლიდან წვრთნიდა „კლიპერსს“. მისი ხელმძღვანელობით შვიდ სეზონში გუნდმა მოიგო 356 მატჩი და წააგო – 208 (63,1%). ასევე აღსანიშნავია, რომ „კლიპერსი“ არასდროს გასულა დასავლეთ კონფერენციის ფინალშიც კი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ჰყავდა ისეთი სუპერვარსკვლავები, როგორებიც არიან კრის პოლი და ბლეიკ გრიფინი, ასევე კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი.