წლის დასაწყისში ვინმეს რომ ეთქვა, ბელარუსი ვიქტორია აზარენკა სერიოზულ წარმატებას მიაღწევსო, თავადაც არ დაიჯერებდა.დეკრეტიდან 2017 წელს დაბრუნებული ჩოგბურთელი დიდი შედეგებით ვერ დაიკვეხნიდა და თავადაც არაერთხელ დაფიქრდა კარიერის დასრულებაზე, მაგრამ:
„წასვლა მინდოდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ სპორტისთვის მაქსიმუმი არ გამეღო. წასვლა კი მაშინ შეიძლება, როცა ხვდები, რომ ბოლომდე დაიხარჯე“ – ამბობს ვიქტორია.
ცინცინატიში აზარენკამ ჯერ 2016 წლის შემდეგ ყველაზე სოლიდური ტურნირი მოიგო, ახლა კი US OPEN-ის ნახავარფინალში თვით სერენა უილიამსი გაიარა – 1:6, 6:3, 6:3.
აზარენკა 2013 წლის შემდეგ არ ყოფილა „დიდი მუზარადის“ ტურნირის ფინალში და კარიერის მიწურულს ზედიზედ მოგებული 11 მატჩით ელიტას დაუბრუნდა.
არასოდესაა გვიანი.
მთავარია, საკუთარი თავის გწამდეს და გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
