ინგლისში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მფლობელი ჯერ არ დასახელებულა, მაგრამ ის უსათუოდ ორიდან ერთი კლუბის წარმომადგენელი იქნება – „ლივერპულის“ ან „სიტის“.
ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის 6 კანდიდატი დაასახელა. აქედან ოთხი ლივერპულელია: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ვირჯილ ვალ დაიკი, ჯორდან ჰენდერსონი და სადიო მანე. კიდევ ორი კანდიდატი „სიტის“ წარმოადგენს – კევინ დე ბრუინი და რაჰიმ სტერლინგი. იმ ტრიუმფალური შედეგის შემდეგ, რაც გასულ სეზონში იურგენ კლოპის გუნდმა აჩვენა (99 ქულა და 18-ქულიანი უპირატესობა უახლოეს მდევართან), საუკეთესოც უცილობლად ლივერპულური კვარტეტიდან იქნება. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ბრიტანული მედიის ერთსულოვანი პროგნოზი.