საბერძნეთის კურორტზე დროის ლაზათიანად ტარების შემდეგ ინგლისის ნაკრების ერთი და პრემიერლიგის კიდევ ორი ფეხბურთელი კორონავირუსით დაავადდნენ. ახლა, ინგლისელთა ეროვნული გუნდის თავკაცი გარეთ საუთგეიტი შიშობს, რომ არდადეგების დამთავრების შემდეგ კოვიდ-კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.
ამას დაამატეთ ერთი ამბავიც, კუნძულ მიკონოსზე ჩხუბის გამო ჰარი მაგუაირი რომ დააკავეს და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისთვის არასასურველი ვითარების სურათს მიიღებთ.
როგორც ინგლისურმა პრესამ შეიტყო, პრემიერლიგის ზემოთ ნახსენები ორი ფეხბურთელი „შეფილდ იუნაიტედიდან” არის და მათ დიაგნოზი უკვე შინ დაბრუნების შემდეგ, კლუბში დაუდგინეს.
ამრიგად, გარეთ საუთგეიტი საგონებელშია, რადგან 5 და 8 სექტემბერს ევროლიგის შეხვედრები ელის ისლანდიასა და დანიასთან.
ცნობილი გახდა, რომ ნაკრების მოთამაშე, რომლის გვარ-სახელსაც ჯერ არ გვიმხელენ, ათდღიან თვითიზოლაციაში უნდა იყოს. საუთგეიტს აგრეთვე ეშინია, რომ მას ინგლისში დაბრუნების შემდეგ შეეძლო სხვა ფეხბურთელებიც დაესნებოვნებინა.
სეზონისწინა გეგმების შეცვლა მოუწევს „შეფილდ იუნაიტედის” მწვრთნელ კრის უაილდერსაც.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი02/08/2026 | 09:19ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
სიახლეები02/08/2026 | 08:37საფრანგეთში ზიდანომანიაა
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
