გუტმანის სული და აფრიკელი შამანები

Home აქეთურ-იქითური გუტმანის სული და აფრიკელი შამანები
გუტმანის სული და აფრიკელი შამანები

Another conflict between Pep Guardiola and Yaya Toure ? - Orange ...იყო ერთი ასეთი ცნობილი მწვრთნელი, ბელა გუტმანი, რომელიც პორტუგალიურ „ბენფიკას“ თავკაცობდა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა „არწივებს“ 1961 და 1962 წელს ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა თასი და მოულოდნელად გუნდიდან დაითხოვეს. გაბრაზებულმა გუტმანმა გუნდი დაწყევლა – 100 წელი ფინალს ვეღარ მოიგებთო. მას შემდეგ „ბენფიკამ“ შინაურ ასპარეზს თუ არ ჩავთლით, ევროტურნირებზე 8 ფინალი წააგო.

სავარაუდოდ, იგივე ელის „მანჩესტერ სიტის“. როგორც ბრიტანული მედია წერს, ხოსეპ გვარდიოლასა და მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა აფრიკული წყევლის შედეგია. მიზეზი მწვრთნელის მიერ იაია ტურეს მიმართ ჩადენილი ცოდვაა.

მისტიკური ვერსია ჯერ კიდევ 2018 წელს გაჟღერდა – ტურეს რუსმა აგენტმა დმიტრი სელიუკმა თქვა, რომ აფრიკელი შამანები გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის მოგების უფლებას არ მისცემენო… ჯერჯერობით ჯადო ჭრის…

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.