კორონავირუსის პანდემიამ ყველა საფეხბურთო კლუბი რთულ ფინანსურ სიტუაციაში ჩააგდო. როცა „ბარსას“ დარ გრანდებს უჭირთ და ხელფასების შემცირებაზე მიდიან, რა უნდა ვთქვათ ნახევრადპროფესიულ კლუბებზე. ამ შემთხვევაში ინგლისის რანგით მე-6 დივიზიონზეა საუბარი. საშუალო ხელფასი ამ ლიგაში კვირაში 400 ფუნტია.
პანდემიამ კლუბები უმაყურებლოდ და ატრიბუტიკის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის გარეშე დატოვა. ჰოდა, გამოსავალი ერთმა კაცმა ნახა. ადამ ნოვაკოვსკი „ბრედფორდ პარკ ავენიუში“ ბურთაობს, ძირითად საქმიანობით კი სამრეწველო ფირმის გაყიდვების მენეჯერია.
32 წლის ადამმა კლუბს თავად შესთავაზა, კვირაში სიმბოლურ 1 გირვანქად ვითამაშებო და თანალიგელებსაც იგივესკენ მოუწოდა.
მისი მოძახილი თითქმის მთელმა ლიგამ აიტაცა, „ბრედფორდ პარკ ავენიუში“ კი ადამ ნოვაკოვსკი ყველაზე ძვირფას ფეხბურთელად მონათლეს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
